პროცესები
ვერდიქტი
პროექტები
გამოცემები
კვლევა
სასარგებლო ინფორმაცია
კონტაქტი
ძიება:
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

როგორი ხვდება ქართული მართლმსაჯულება ახალ ინსტიტუტს
 

      
ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან დაკავშირებით, რომელიც სხვა ნოვაციებთან ერთად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებას ითვალისწინებს, ქართველმა მოსამართლეებმა თეორიული მომზადება უკვე საუძვლიანად გაიარეს.  
გარდა მოსამართლეების თეორიული მომზადებისა,  ნაფიც მსაჯულთა ინსიტუტის ამოქმედებამდე სასამართლო ხელისუფლება ამ ინსტიტუტისთვის აუცილებელი  მატერიალურ-ტექნიკური პრობლემების მოგვარებითაც არის დაკავებული.  
თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გაიხსნა სპეციალური დაბაზი, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესები გაიმართება. 
ნაფიცი მსაჯულებისთვის ნორმალური სამუშაო პირობების შექმნის მიზნით  იგეგმება მოსასვენებელი და სათათბირო ოთახების მოწყობა. გარდა ამისა, უკვე  მიმდინარეობს პირველი ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატების შერჩევაც. 
სასამართლო ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში მოსალოდნელ სიახლესთან - ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებასთან  დაკავშირებით, სხვადასხვა  ღონისძიებას ახორციელებდა და ახორციელებს.  ამ მიზნით, ჯერ კიდევ 2007 წელს სასამართლო ხელისუფლების ინიციატივით, გაერო-ს განვითარების პროგრამამ ჩაატარა დამოუკიდებელი კვლევა -  რამდენად ინფორმირებული იყო  საზოგადოება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ. იმ დროს მოსახლეობის მხოლოდ 39,9 პროცენტი ამბობდა, რომ გააჩნდათ ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე. 
2009 წელს გაერო-მ ანალოგიური კვლევა განმეორებით ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ეს მონაცემები 66 პროცენტამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემის და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარებული აქტიური საინფორმაციო კამპანიის შედეგად მოსახლეობა ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული, რა უფლება-მოვალეობები გააჩნია მას და, ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ინსტიტუტის არსებობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. 
ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის საქმიანობის დეტლურად შესწავლისთვის სასამართლო ხელისუფლება საკუთარი ძალებით და დონორი ორგანიზაციების დახმარებით პერმანენტულად ატარებდა თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინიგებსა და სემინარებს, როგორც  ჟურნალისტებისთვის, ვინც საზოგადოების ინფორმირების მთავარი წყაროა, ასევე მოსამართლეებისთვის. ნაფიც მსაჯულა ინსტიტუტის ამოქმედებამდე ცოტა დროა დანრჩენილი და სასამართლო ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშობას კვლავ აქტიურად აგრძელებს.  
აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს ინიციატივით არა ერთი ვიზიტი შედგა ამერიკული პოლიტიკური და სასამართლო სისტემების, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს და სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობის გასაცნობის მიზნით. 
პროგრამა "ღია მსოფლიოს" მიერ ორგანიზებული ვიზიტის მონაწილეები სახელმწიფო და სხვადასხვა კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები გახლდნენ. რამდენიმე ჯგუფი კი, მხოლოდ სასამართლოსა და პროკურატურის თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული. პროგრამის მიხედვით, ყველა ჯგუფი სხვადასხვა შტატში გაემგზავრა, პროკურატურის და სასამართლოს წარმომადგენლებისგან შემდგარმა ერთმა ჯგუფმა კი, ილინოისის შტატში ამერიკული სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. 
სასამართლოს დელეგაცია გაეცნო ირლანდიის მართლმსაჯულებასაც. ხოლო კიდევ ერთი ვიზიტი ამერიკაში გაერო-ს განვითარების პროგრამის "სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის" მიერ დაიგეგმა და მისი მიზანი იყო ქართველი მოსამართლეებისა და ჟურნალისტებისთვის ამერიკული მართლმსაჯულების, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საქმიანობის გაცნობა. 
გერმანიის ტექნიკური განვითარების საზოგადოების GGთძ-ისა და უზენაესი სასამართლოს მიერ ორგანიზებული ვიზიტი შედგა გერმანიაში – ბერლინში, სადაც სამართლებრივ თემებზე მომუშავე ჟურნალისტები და მოსამართლეთა ჯგუფი გერმანულ მართლმსაჯულებას გაეცნენ. ჟურნალისტებმა გაიარეს ერთკვირიანი სასწავლო კურსი "დოიჩე ველეს" აკადემიაში, სადაც გაეცნენ სასამართლო რეპორტაჟების მომზადების გერმანულ გამოცდილებას.  
გაერო-ს განვითარების პროგრამის "სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერის" პროექტმა ჩაატარა საინფორმაციო კამპანია დევიზით: "გახდი ნაფიცი მსაჯული, ახლა შენი ჯერია... გააძლიერე მართლმსაჯულება". 
კამპანიის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება იმის შესახებ, რომ რომ 2010 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში ამოქმედებას იწყებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. 
კამპანიის ფარგლებში მოხდა სხვადასხვა მედია და ფიარ საშუალებების გამოყენება, გაიმართა საჯარო ღონისძიებები, კერძოდ:   
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამუშავდა ცხელი ხაზი;
თბილისის ავტობუსებსა და ბილბორდებზე გამოჩნდა სპეციალურად მომზადებული ბანერები დევიზით "გახდი ნაფიცი მსაჯული"! თბილისის ელექტრო მონიტორებზე მოხდა სპეციალური ვიდეო კლიპის გაშვება;
თბილისში ავტობუსის გაჩერებებსა და მეტროს სადგურებში გაკეთდა სპეციალური სარეკლამო ფარები, რომლებზეც დაიბეჭდა მოკლე ინფორმაცია, თუ ვის შეუძლია გახდეს ნაფიცი მსაჯული, რა სახის უფლებები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები წარმოეშობათ მოქალაქეებს ამ ინსტიტუტის შემოღებით.
"გუდვილი ვაკესა" და "გუდვილი დიღომში" დაიდგა სპეციალური საინფორმაციო ყუთები, რომელზედაც განთავსდა ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საქართველოში შემოღებასთან დაკავშირებით. მოქალაქეებს შეეძლებათ ყუთებში ჩაყარონ თავიანთი მოსაზრებები და შეკითხვები;
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცა თოქ შოუ "ჩვენი სამართალი", რომლის მთავარი თემა იყო საინფორმაცია კამპანიის დაწყება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედებასთან დაკავშირებით;
რადიო "იმედის" ეთერით გადაიცა გადაცემა "კანონი" რომლის მთავარი თემაც იყო საინფორმაციო კამპანია "გახდი ნაფიცი მსაჯული"; 
გაზეთ "ახალ თაობაში" დაიბეჭდება სპეციალური ბანერი და საინფორმაცი ტექსტი;
გაიმართა სპეციალურად გადაღებული ფილმის "შენი ჯერია" საჯარო ჩვენება და დისკუსია; 
20 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე თბილისში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს თელასის ქვითრებთან ერთად მიუვა საინფორმაცი ფლაერი "გახდი ნაფიცი მსაჯული", საიდანაც მიიღებს დეტალურ ინფორმაციას მისი სამოქალაქო ვალდებულების თაობაზე;
მედია მფლობელებისა და რედაქტორებისათვის გაიმართება ტრენინგი “ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და მედიის როლი ახალი ინსტიტუტის დანერგვაში;
გამოიცემა წიგნი “ნაფიც მსაჯულთა სასამართლო;
სოციალური ქსელების საშუალებით მოხდება "ნაფიც მსაჯულთა" თემის შესახებ დისკუსიების გამართვა.
გაერო-ს განვითარების პროგრამის "სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის" და უზენაესი სასამართლოს მხარდაჭერით 2008-2009 წლებში გაზეთ "რეზონანსში" იბეჭდებოდა ორგვერდიანი ჩანართი "ნაფიცი მსაჯული" და "სასამართლო ქრონიკები", 2010 წლიდან კი გაზეთ "ახალ თაობაში" ჩანართი "სასამართლო ქრონიკები", რომლის მიზანიც იყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის ამ ინსტიტუტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება. 
 


სიახლეების გამოწერა

 

Created By: Pro-Service ვებგვერდი მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDT) სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.