პროცესები
ვერდიქტი
პროექტები
გამოცემები
კვლევა
სასარგებლო ინფორმაცია
კონტაქტი
პრეს-რელიზი

2012 წლის 2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა, დამამძიმებელ  გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე.    
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან, მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით შეირჩევა 12 ნაფიცი მსაჯული და  სათადარიგო მსაჯულები,რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან საქმის არსებით განხილვაში და გამოიტანენ გამამართლებელ ან გამამტყუნებელ ვერდიქტს. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია.მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა.  
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შემადგენლობით  სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის თარიღი სხდომის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლო, ისევე როგორც მთელი საზოგადოება დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით ელოდება ხალხის სახელით მიღებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს  ვერდიქტს.

ბეჭდვა
Created By: Pro-Service ვებგვერდი მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDT) სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.