პროცესები
ვერდიქტი
პროექტები
გამოცემები
კვლევა
სასარგებლო ინფორმაცია
კონტაქტი
პრეს-რელიზი

2011 წლის 14 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომა დასრულდა. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო გამამტყუნებელი ვერდიქტი და ბრალდებულები რომეო სარქისოვი, ლევან კიკაბიძე და ვახტანგ ბეჟანიშვილი დამნაშავედ ცნო 2004 წლის 07 სექტემბერს სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ნოდარ მატიაშვილის განზრახ მკვლელობაში, ჩადენილი დამამძიმებელი გარემოებებში, კერძოდ - ჯგუფურად, შეკვეთით და წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. ვერდიქტი ბრალდებულების რომეო სარქისოვის და ვახტანგ ბეჟანიშვილის მიმართ მიღებული იქნა ერთხმად, ხოლო ბრალდებულ ლევან კიკაბიძის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი მიღებული იქნა 10  ხმით 2-ის წინაღმდეგ.
 
მოცემულ საქმეზე, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ჩატარდა 6 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ორი ბრალდებული და 23 მოწმე, ასევე მხარეთა მიერ გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები.
 
მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობას მიიღებენ სასაჯელის დანიშვნის სხდომაზეც, რომელიც გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის  15 დეკემბერს 10  საათზე.
 
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური

ბეჭდვა
Created By: Pro-Service ვებგვერდი მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDT) სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.