პროცესები
ვერდიქტი
პროექტები
გამოცემები
კვლევა
სასარგებლო ინფორმაცია
კონტაქტი
პრეს-რელიზი


2011 წლის 9 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შემადგენლობით დაიწყო სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვა ბრალდებულ რევაზ დემეტრაშვილის მიმართ,   1994 წელს   მინასიანების ოჯახზე დამამძიმებელ გარემოებებში გაზრახ მკვლელობისა და ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდების საქმეზე. 
 
ნაფიც მსაჯულთა ღია  სასამართლო სხდომას, რომელიც პირველი პრეცედენტია  თანამედროვე ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის   მოსამართლე ნინო სანდოძე უძღვება.
 
დღეს სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა  შესავალი სიტყვები წარმოადგინეს. შესავალ სიტყვამდე კი  ნაფიცმა მსაჯულებმა  დადეს ფიცი და წილისყრით, აირჩა უფროსი ნაფიცი მსაჯული.  
 
შესავალი სიტყვების მოსმენის შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების შესახებ, იმ მოტივით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სათანადოდ ვერ განახორციელებდა ბრალდებულის ინტერესების დაცვას.
 
სასამართლომ, იმ მოტივით რომ არ დარღვეულიყო ბრალდებულის დაცვის უფლება ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო განხილვა გადადო 2011 წლის  10 ნოემბერს 10 საათზე.

ბეჭდვა
Created By: Pro-Service ვებგვერდი მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDT) სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.